საზოგადოება

ანზორ ჩუბინიძემ უცხოელი კოლეგები სპეციალური მედლებით დააჯილდოვა

20.10.16 18:55


სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთისა და ბულგარეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული მორიგი ტრეინინგი გაიმართა.

ერთობლივი კურსი თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, რომლის დროსაც მონაწილეებმა ერთმანეთს დაცვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. ოთხდღიანი სწავლების დასკვნით ღონისძიებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე კოლეგებთან ერთად დაესწრო. ანზორ ჩუბინიძემ უცხოელ სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური მედლებით დააჯილდოვა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 5887


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები