პოლიტიკა
04.05.22 18:00
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მმართველმა დირექტორმა, ტრონდ მომ და ინვესტიციების დირექტორმა, ბო ესკე ნიჰუსმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებას და საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო) საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების“ პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსათვის 6.5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას, საიდანაც 3.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყოფილი იქნება სესხის, ხოლო 2.6 მილიონი ევრო გრანტის სახით.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული რესურსი შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელდეს სოციალური განვითარების პლატფორმისა და კონკრეტულად, სწავლის პირობების გაუმჯობესება (რაც გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და/ან რეკონსტრუქციას), მიღწეულ იქნას ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და სხვა სოციალური ღონისძიებები.
„პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი. მრავალმხრივი რეაბილიტაცია მოიტანს ბევრ სარგებელს, როგორიცაა: სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გაუმჯობესებული ცხოვრებისა და კომფორტის დონე. ის ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვასა და მის ეფექტურ გამოყენებას, კომუნალური ხარჯებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ასევე, გაიზრდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგრადობა სეისმური აქტივობების მიმართ, გაუმჯობესდება მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.
პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა“, – აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო დონორთა ფართო წარმომადგენლობა: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პირველი მდივანი, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეთელი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, საქართველოში დანიის სამეფოს საპატიო კონსული ესბენ ემბორგი, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საულიუს ვალაინისი, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარკო სოლდიჩი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
ქართული მხრიდან ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ხანდოლიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24