პოლიტიკა

ნედ პრაისი - საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ

05.05.22 10:00


საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

 

პრაისის თქმით, ვაშინგტონი ყოველთვის კავშირზეა რეგიონში თავის პარტნიორებთან და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეხება.

 

მისივე განცხადებით, აშშ გააგრძელებს ორივე ქვეყნის მხარდაჭერას.

 

„ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში.

ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ დემონსტრირებას ვახდენთ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური ამ მდგომარეობის წინაშე, რუსული აგრესიის ამ საშინელი შემთხვევის წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები