პოლიტიკა

უკრაინაში მყოფი სააკაშვილი ტრაბახით, გმირი მხედარმთავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ „საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს“ - გიორგი ვოლსკი

05.05.22 12:00


„უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედარმთავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ „საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს“ და ეს „გარდაუვალი აუცილებლობაა!“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს. 

 

მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურებოდა დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე.

 

„კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე თემას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას ეხება. უკრაინაში მყოფი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სააკაშვილი ტრაბახით, ჩაუქი და გმირი მხედარმთავრის ტონით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ „საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს“ და ეს „გარადუვალი აუცილებლობაა!“.

შემდგომ კი ისეთ ჯახს პროგნოზირებდა, როდესაც ბუნებით „მხდალი მელაძეც კი საველე მეთაურად იქცევა“. ეს ხომ მისი სიტყვებია! განა სხვა მიზანს ემსახურებოდა დაჟინებული მოწოდებები უკვე საპყრობილეში მყოფი სააკაშვილისადმი, რათა არ შეეწყვიტა შიმშილობა, თუნდაც ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე! ესაა მათი სტრატეგიის არსი! გარემოებები შეიცვალა, გეგმა არ შეცვლილა!“ - წერს გიორგი ვოლსკი.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები