პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) და პარლამენტს შორის თანამშრომლობა იყო პროდუქტიული და გვსურს, მომავალში კიდევ უფრო პროდუქტიული გახდეს

05.05.22 11:20


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მხარეებმა, საქართველოს პარლამენტსა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მთავარ განსახილველ თემას სასამართლო და საარჩევნო რეფორმა წარმოადგენდა.

 

„საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, სადაც ODIHR-ს და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ვისაუბრეთ. შეხვედრისას ძირითადად ორ თემას განვიხილავდით: ეს არის სასამართლო რეფორმა - როგორც მოგეხსენებათ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია "ოდირის" ჩართულობა ამ რეფორმის განხორციელების პროცესში. მეორე არის საარჩევნო საკითხები. ODIHR-მა უკვე შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები მუნიციპალური არჩევნებიდან გამომდინარე, რომლის პრეზენტაციასაც ახლო მომავალში გეგმავენ. ეს რეკომენდაციებიც იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დამატებით განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას და საარჩევნო პროცესს უკავშირდება. ODIHR-სა და საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს შორის თანამშრომლობა წარსულში იყო პროდუქტიული და გვსურს, მომავალში კიდევ უფრო მეტად პროდუქტიული გახდეს", - ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

ამასთან, შეხვედრაში ირაკლი კობახიძესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები - ირაკლი ჩიქოვანი და ნინო იობაშვილი მონაწილეობდნენ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები