პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე - თუ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი ადამიანური შიში აქვთ, მზად ვარ ამ ადამიანებს სააკაშვილთან წავყვე

05.05.22 13:00


თუ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი ადამიანური შიშები აქვთ, მზად ვარ ამ ადამიანებს სააკაშვილთან წავყვე - მინდა ისინი დავარწმუნო, რომ სააკაშვილის მხრიდან არანაირი საფრთხე მათ არ ემუქრებათ, - აღნიშნული განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობის ექიმი დეპუტატების მიმართ გააკეთა, რომელთაც ციხეში მისვლასა და შეხვედრას მიხეილ სააკაშვილი სთხოვს.

 

მანჯგალაძის თქმით, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას წარმოადგენ, პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი ხარ თუ არა. მანჯგალაძის შეფასებით, თუკი პატიმარი შეხვედრას ითხოვს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანურად, მორალურად ვალდებული არიან თხოვნა გაითვალისწინონ.

 

"მქონდა ექიმებთან კომუნიკაცია და არა თუ ციხის პირობებში, მსგავსი დაავადების მქონე ადამიანის მკურნალობა საქართველოს პირობებშიც კი გართულებულია.

"ქართული ოცნება" აზრის მანიპულაციას ეწევა. ამ საკითხზე სპეკულაციასა და პიარს მაინც დავანებოთ თავი და მივხედოთ იმას, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გარანტირებული იყოს. არ გამოვრიცხავ "ქართულ ოცნებაში" იყვნენ ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ არ იქნება მიხეილ სააკაშვილი პრობლემა მათთვის პოლიტიკურად. არავის ვურჩევ სიცოცხლითა და ჯანმრთელობით თამაშს, მით უფრო მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები