მსოფლიო

თურქეთმა სომხეთს ორმხრივი შეხვედრის ერევანში ჩატარება შესთავაზა

05.07.22 15:00


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ანკარაში პრესკონფერენციის დროს, სომხეთს ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებზე შეხვედრის ერევანში ჩატარება შესთავაზა. ინფორმაციას azatutyun.am საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ”-ზე დაყრნობით ავრცელებს.

 

აქამდე მხარეთა სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვსა და ვენაში რამდენჯერმე შეხვდნენ.


მისივე თქმით, თურქეთი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებზე ყველა ეტაპზე გადის კონსულტაციას აზერბაიჯანთან.

 

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ თურქეთსა და სომხეთს არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებიათ გარკვეული წინაპირობებით ურთიერთობების დალაგების მზაობასთან დაკავშირებით.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები