პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი კახა ოქრიაშვილზე: ძალიან მეცინება, რომ ვიღაცის სატელიტს მეძახის კაცი, რომელიც სეზონურად იცვლის პარტიებს

06.07.22 14:20


ძალიან მეცინება, რომ ვიღაცის სატელიტს მეძახის კაცი, რომელიც სეზონურად იცვლის პარტიებს და თვითონ დაავიწყდა, მერამდენე წრეზეა წასული და რომელი პარტია გამოიცვალა, - ასე უპასუხა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაცმოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომელმაც „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ „ქართული ოცნების“ ნაწილები უწოდა.

 

„დიდად არ მადარდებს, სად მიგვიწვიეს და სად - არა. მე მადარდებს ამ ქვეყნის მომავალი. არ დაგვიძახებენ - ნუ დაგვიძახებენ. რა ზრახვაც აქვთ, ხელს არავის არაფერში ვუშლით, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი არის თანამშრომლობა.

ძალიან მეცინება, რომ ვიღაცის სატელიტს მეძახის კაცი, რომელიც სეზონურად იცვლის პარტიებს და თვითონ დაავიწყდა, მერამდენე წრეზეა წასული და რომელი პარტია გამოიცვალა. თან ეს არის კაცი, რომელიც ტყავს გვაძრობს ყველას ერთად მედიკამენტებში, ხუთასმაგად და ათასმაგად ასაღებს ჩვენზე წამლებს. ასეთი კაცი რომ გამლანძღავს, ესე იგი სწორ გზაზე ვდგავარ“, - ამბობს ელისაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები