პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი - სავალუტო ფონდთან იმ დადებით ტენდენციებსა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებებზე ვიმსჯელეთ, რომლებიც უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა

06.07.22 15:40


საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დირექტორთან საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე, იმ დადებით ტენდენციებზე ვიმსჯელეთ, რომლებიც ქვეყანაში გვაქვს და რაც ფონდისთვის არის ასევე ძალიან საიმედო პროგნოზების საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდოს, ვიდრე წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სსფ-ს დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იმ ფაქტორების ანალიზს შეეხო, რომლებიც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდას, ასევე სტრუქტურული რეფორმების პროგრამას - გეგმას, რომელიც ქვეყანას გააჩნია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებულია და რომელთა მხარდაჭერითაც რეფორმების ეფექტიანად განხორციელებას შევძლებთ.

 

„მიმდინარე წელს ჩვენ ორი მნიშვნელოვანი რეფორმა გვექნება. ეს იქნება სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმა, რომელზეც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმსჯელებს და ასევ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში არსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხები.

ზოგადად, ჩვენ ასევე ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებს, ენერგეტიკის გამოწვევებს შევეხეთ და ამ კუთხით, ჩვენი ახალი ინიციატივების საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს იყოს ეფექტიანი და ხელი შეუწყოს დამატებით ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორის განსავითარებლად, ასევე იმისთვის, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიის მეტი გენერაცია შეძლოს, დეფიციტი შეამციროს და ამავე დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის, განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები