პოლიტიკა

„ქალაქებს იმიტომ არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში“ - სააკაშვილი

06.07.22 16:20


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს. 

 

სააკაშვილი აცხადებს, რომ პრობლემების გამოსასწორებლად ერს ახლა საკუთარი თავის რწმენა სჭირდება. 

 

„როდესაც სიღნაღს, ბათუმს ვაშენებდით და ლაზიკას ვგეგმავდით, გვინდოდა ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე, როგორც ევროპაში და უკეთესად. მომეწონა ნიცაში რაღაც და გადმოვიღეთ ბათუმში უკეთესად, ვალენსიის კოშკის ზუსტი ასლი გავაკეთეთ.

 

ამ ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში. ჩვენ ვჩქარობდით, ვმუშაობდით დღეც და ღამეც. ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ. ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება!“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები