პოლიტიკა

საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დეოლიგარქიზაციაა - The Economist

07.07.22 10:20


ბრიტანული გამოცემა The Economist ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "რატომ ჩამორჩება საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას?" (Why is Georgia struggling to join the EU?) და იმ პრობლემებზე წერს, რის გამოც ქვეყანას, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. 

 

ავტორის აზრით მთავარი პრობლემა ქვეყნის შიდა პოლიტიკაა.

 

"ბოლო წლებში დემოკრატიის უკუსვლა ბლოკის ლიდერებში შეშფოთებას იწვევს", - ნათქვამია სტატიაში.

 

The Economist-ი წერს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დეოლიგარქიზაციაა:

 

"ეს შესაძლოა, ეხებოდეს ბიძინა ივანიშვილის, მილიარდერს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელმაც ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში მოიპოვა. ის ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, 2021 წელს თქვა, რომ აღარ არის მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავმჯდომარე. თუმცა მასთან კავშირში მყოფი პირები კვლავ ძალაუფლებაში არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოდესღაც მისი დაცვის უფროსი იყო", - წერია სტატიაში.

 

სტატიაში ასევე წერია, რომ საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც საქართველოს სტატუსი არ მიანიჭეს. ავტორი წერს, რომ "ქართული ოცნება" ერთდროულად ცდილობდა დაემტკიცებინა საქართველოს ევროპული ამბიციები და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება:

 

"2013 წელს პროდასავლური პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შემდეგ, ბატონი ივანიშვილი და ქართული ოცნება ცდილობდა ერთდროულად დაემტკიცებინა საქართველოს ევროპული ამბიციები და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. მთავრობა უარყოფს კრემლის ყოველგვარ გავლენას, მაგრამ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უფრო გაურკვეველია, ვიდრე უკრაინის ან მოლდოვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმეტესობა მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მთავრობამ უარი თქვა დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოსთვის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისთვის, ამტკიცებენ, რომ ეს გამოიწვევს დიდ ზიანს ეკონომიკისთვის", - ვკითხულობთ სტატიაში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები