მსოფლიო

ლატვიამ რუსულ გაზზე უარი თქვა

15.07.22 14:00


ლატვიის სეიმმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „ენერგეტიკის შესახებ“ კანონში, რომელიც ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან გაზის მიღების აკრძალვას ითვალისწინებს. 

 

გარდა ამისა, აღნიშნული ცვლილება ლატვიაში გაზის მარაგების შექმნასაც ითვალისწინებს.

 

ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზსაწყობში მარაგები უნდა შეივსოს ყოველი წლის არაუგვიანეს 31 აგვისტოს, რათა მისი მოხმარება იმავე წლის 1-ელი ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს. 

 

ლატვიის მთავრობამ ოკუპანტების გაზზე უარი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ თქვა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები