ანალიტიკა

ალიევის, ერდოღანის და ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა პრაღაში

07.10.22 10:40


ცხადია, ისტორიას დარჩება ის, რაც 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ოფიციალური დოკუმენტები არ არის ხელმოწერილი, აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი მოგვარების პროცესი და კომუნიკაციების განბლოკვა საშინაო ჭრილში შედის. ევროპის ახალი არაფორმალური ასოციაციის - ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შექმნის ფარგლებში, პრაღაში მიიწვიეს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის ლიდერები. შეხვედრაზე გაჩნდა შესაძლებლობა ქვეყნების მეთაურებს შორის უმაღლეს დონეზე სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვისა, ასევე არაფორმალური მოლაპარაკებისა. ერთმანეთს შეხვდნენ ალიევი, ერდოღანი და ფაშინიანი.

 

 

მაგრამ ამ საკვანძო შეხვედრის გარდა, გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტების ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოთხმხრივი შეხვედრა. პრაღაში ეს შეხვედრა შარლ მიშელის მიერ ინიცირებული ბრიუსელის სამშვიდობო დიალოგის გაგრძელება გახლდათ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელიც გაიმართა რუსეთის ფედერაციის ყოველგვარი შუამავლობის გარეშე, სომხეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეთანხმება აზერბაიჯანის მიერ წამოყენებულ მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთ ძირითად პრინციპს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის უპირობო აღიარებას.

 

მთავარი ის არის, რომ სომეხი რევანშისტების მიერ მოწონება-არმოწონების მიუხედავად, ყარაბაღის საკითხი საბოლოოდ მოგვარებულია. ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია, ყველაფერი, რაც მასზე ხდება, მხოლოდ მისი შიდა საქმეა და საერთაშორისო დონეზე არავითარი „არცახელი სომხების“ საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადა.

 

„ყარაბაღის სომხები ჩვენი მოქალაქეები არიან, ეს აზერბაიჯანის შიდა საკითხია. ჩვენ გადავწყვეტთ, როდის ვისაუბროთ მათთან. ეს არის ჩვენი შიდა საქმე. ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას არცერთ ქვეყანასთან“, - დასძინა მან. „თქვენ იცით, რომ დღეს იქნება შეხვედრა: შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი, ფაშინიანი და მე. ამ შეხვედრის შედეგები იმედი მაქვს დადებითი იქნება, იქნება პროგრესი“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

ნათელია, რომ ნიკოლ ფაშინიანი ახლა რევანშისტების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომლებიც არ ეთანხმებიან ახალ რეალობას  აზერბაიჯანთან და თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღიარების აუცილებლობას. მაგრამ სომხეთს სხვა გზა არ აქვს. მისთვის დღეს ყველაზე მთავარია სწრაფად და სრულიად თქვას უარი  ნებისმიერ ტერიტორიულ პრეტენზიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას ისტორიულად ბევრად უფრო გამართლებული პრეტენზიები იმ ტერიტორიებზე, სადაც სომხური სახელმწიფოა განთავსებული და მისი შემდგომი არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

 

საინტერესოა, რომ შეხვედრები და მოლაპარაკებები ბოლო დრომდე სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებში მთავარი „გამცურებელი მხარის“ რუსეთის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. უბრალო მიზეზის გამო – „გაცურების“ და საზღვრების გადაკეთების პოლიტიკით რუსეთმა გადაამლაშა და სისხლიან ომში ჩაება უკრაინაში, სადაც მარცხს განიცდის. შედეგად, რუსეთის ფედერაცია დღეს სწრაფად სუსტდება და კარგავს გეოპოლიტიკურ ბერკეტებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში.

 

სომხეთმა უნდა ისწავლოს მეზობლებთან მოლაპარაკება „ზურგს უკან რუსული დათვის“ გარეშე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მშვიდობიანი ცხოვრება და ავაშენოთ ცივილიზებული ურთიერთობები კონფრონტაციის გარეშე.

 

ცხადია, რომ სიძულვილით, ქსენოფობიით, ომითა და დაპირისპირებით გაჯერებული აზროვნებით  აღზრდილი მთელი თაობები ჯერ კიდევ ძნელად აღიქვამენ მეზობლებთან მშვიდობის პერსპექტივას და მათ მიმართ პრეტენზიების არარსებობას. თუმცა, ალტერნატიული პერსპექტივა - ომის გაგრძელება უბრალოდ არ აძლევს სომხეთს შემდგომი არსებობის შანსს. მას არავინ დაიცავს და სომხეთს შეუძლია დაკარგოს ბევრად მეტი, ვიდრე ის, რისი დათმობაც დღეს უწევს და რაც მას არასოდეს ეკუთვნოდა.

 

არსებობს იმედი, რომ სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესი უახლოეს მომავალში დაჩქარდება და სამშვიდობო შეთანხმების, საზღვრების აღიარებისა და განბლოკილი კომუნიკაციების ყველა საკითხი ოპერატიულად მოგვარდება. მეტიც, ამ უკანასკნელით სულ უფრო მეტად ინტერესდება რუსეთი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო საერთაშორისო იზოლაციაშია ჩავარდნილი. რუსეთისთვის ყოველი ახალი სატრანზიტო მარშრუტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება და ზანგეზურის დერეფანი შესაძლოა „სიცოცხლის გზად“ კი იქცეს.

 

 

ალექსანდრე გედევანოვი (გედევანიშვილი)

წაკითხულია : 658


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები