მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანში ჩავიდა

23.11.22 12:20


ერევანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა. ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდეკაბე) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მონაწილეობას მიიღებს.

 

ლავროვს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

 

გარდა ამისა, „ოდეკაბეს“ სამიტის ფარგლებში, ერევანში ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევიც.

 

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი სომხეთის დედაქალაქში დღეს გაიმართება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 2022 წელს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა სომხეთია. შემდეგ წელს, თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები