პოლიტიკა
30.12.22 15:30
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა, 2022 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.
როგორც გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, როგორც ყველა წელი, საქართველოს პროკურატურისთვის 2022 წელიც გამოწვევებით დატვირთული იყო, რასაც უწყებამ ეფექტიანად გაართვა თავი.
გენერალურმა პროკურორმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.
შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2022 წლის საუკეთესო ორი პროკურორი, ლევან ვეფხვაძე და მიხეილ სადრაძე, საუკეთესო გამომძიებელი ირაკლი ცანავა და წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი სიგელით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაჯილდოვდა. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის პროკურატურის ხუთ თანამშრომელს, ვალერი კუჭუხიძეს, ნატალია გოგინაშვილს, მირანდა მელქაძეს, მამუკა ფარულავას და ბორის კვარაცხელიას ყველაზე მაღალი ჯილდო, საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭათ და შესაბამისი სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 325
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24