პოლიტიკა

ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა „თავგამოდებულმა დამცველებმა“ - თაკო ჩარკვიანი

30.12.22 16:00


„ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა „თავგამოდებულმა დამცველებმა“. მისი ცნობილი ფრაზა - „მიშა მოიცდის“, ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს. ჰოდა გეკითხებით, დარიშხანით და ორგანიზმში აღმოჩენილი ვერცხლისწყლით მოწამლული პუტინის ტყვე მოიცდის?!“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნიკანორ მელია მოიკითხეთ მისმა „თავგამოდებულმა დამცველებმა“, ზოგი გულწრფელად დამცველია, მაგრამ ბევრმა ტროლბოტად ქცეულმა „დამცველმა“ მორიგ ბრიფინგამდე და მორიგ დაპირებამდე, მორიგ სიცრუემდე მოიკითხეთ.

 

მისი ცნობილი ფრაზა - „მიშა მოიცდის“, ესეც არ დაგავიწყდეთ ზოგიერთს. ჰოდა გეკითხებით ახლა (ვისაც გეხებათ) დარიშხანით და ორგანიზმში აღმოჩენილი ვერცხლისწყლით მოწამლული პუტინის ტყვე მოიცდის?! ეგრე გააგრძელეთ მაგ „მელიას სტრატეგიით“ და მერე რომ დამძიმდება და გვიან იქნება სტატუსები გამოაცხვეთ და ბინძური კომენტარები ოპონენტებზე თავდასხმებით და იძახეთ „ჩვენი პარტიის საქმეებში ნუ ერევიან“.

 

ჰოდა არ ერევიან.... ხომ მიაღწიეთ ამ მელიას იდიოტური და მავნებლური მესიჯბოქსით შედეგს... სირცხვილი და კატასტროფაა რაც ხდება“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები