პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - სალომე ზურაბიშვილთან ჩვენი კონტაქტი მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება, მასზე ზეწოლა, ბულინგი თუ განხორციელდება, პირადად მე საჯაროდ დავიცავ 

30.12.22 17:00


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ არანაირი ბულინგი არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება.

 

ამასთან, როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტზე ზეწოლა და ბულინგი განხორციელდება, მას საჯაროდ დაიცავს.

 

„ჩვენი მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე არანაირი ბულინგი არ მიმდინარეობს. საზოგადოების მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს. დამიჯერეთ, სალომე ზურაბიშვილთან ჩვენი კონტაქტი შემოიფარგლება მხოლოდ საჯარო განცხადებებით. მასთან რამდენიმე შეხვედრა იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ბოლოს იყო ანა წითლიძის მონახულება, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს. სალომე ზურაბიშვილს არ განვიხილავ, როგორც ინდივიდს, მას განვიხილავ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის ინტერესების გამტარებელს, რომელმაც ევროინტეგრაციის კურსი უნდა უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მჯერა, დამოკიდებულებებზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი. იმ შემთხვევაში, თუ მასზე ზეწოლა და ბულინგი განხორციელდება, პირადად მე საჯაროდ დავიცავ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები