პოლიტიკა

აშშ და სამხრეთ კორეა ბირთვული წვრთნების ჩატარებას განიხილავენ

02.01.23 13:30


ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა შეერთებული შტატების ბირთვული აქტივების გამოყენებით ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა განაცხადა.

 

„ბირთვული იარაღი ეკუთვნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დაგეგმარება, ინფორმაციის გაზიარება, სწავლება და წვრთნები სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად უნდა აწარმოონ“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გამოცემა Chosun Ilbo-სთან ინტერვიუში.

 

მისი თქმით, ერთობლივი დაგეგმარება და წვრთნები მიმართული იქნება აშშ-ის „გაფართოებული შეკავების“ უფრო ეფექტურად განხორციელებაზე და რომ ამ იდეის მიმართ ვაშინგტონიც „საკმაოდ დადებითადაა“ განწყობილი.

 

Reuters-ი განმარტავს, რომ ტერმინი „გაფართოებული შეკავება“ ნიშნავს აშშ-ის არმიის, განსაკუთრებით მისი ბირთვული ძალების უნარს, შეაკავონ აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელება.

 

იუნ სუკ იოლის კომენტარს წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBM) შემუშავებისა და ქვეყნის ბირთვული არსენალის „ექსპონენტური გაზრდის“ განკარგულება გასცა. გასულ კვირას კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მმართველი „მუშათა პარტიის“ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა ახლა ჩრდილოეთის "უეჭველი მტერი" გახდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები