პოლიტიკა

რომეო მიქაუტაძემ მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მოულოცა

02.01.23 14:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი. ის ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი.

 

„ახალი წელი მინდა მივულოცო მთელს საქართველოს, მის ხალხს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც 24 სთ-ის განმავლობაში იღწვიან საქართველოს უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგებისთვის. ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის განსაკუთრებული სექტორია და მის სტაბილურ და მდგრად განვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ზრდა და სტაბილურობა“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიან ცვლაში მომუშავე დისპეტჩერები ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.

 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომუშავე დისპეტჩერებს, რომეო მიქაუტაძესთან ერთად, ახალი წელი მიულოცეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

 

 

წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები