მსოფლიო

კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

18.01.23 14:30


უკრაინის შსს-ის ცნობით, კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია.

 

ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

 

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრეს-სპიკერის, იური იგნატის თქმით, ჯერ ძალიან ადრეა ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები