მსოფლიო

სერგეი ლავროვი ბაქოში ჩავა

23.02.23 14:30


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აზერბაიჯანში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გაავრცელა.

 

არსებული ცნობით, ლავროვის ვიზიტი ბაქოში 27-28 თებერვალს გაიმართება.

 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრები შედგება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ასევე, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა რუსეთ-აზერბაიჯანის საექსპერტო საბჭო წინაშე. 

 

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ვიზიტი რუსეთ-აზერბაიჯანს შორის „სამოკავშირეო თანამშრომლობის“ შესახებ დეკლარაციიდან გაფორმებიდან ერთი წლის თავს ემთხვევა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები