პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურება

04.04.23 15:20


როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურება - ჩვენ მივიღეთ მანდატი ხალხისგან, რომ ევროპული რეფორმები გაგვეტარებინა და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ჩვენი ევროპული კურსის შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ბრიუსელში ითხოვდა, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი 2024 წლამდე არ მიეცათ.

 

„კანდიდატის სტატუსს მიიღებს საქართველო და რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების და ხალხის დამსახურება. მესმის, რომ ძალიან არ უნდა რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასე იყოს. ამიტომ დადიოდნენ ევროპაში და არწმუნებდნენ ევროპელებს, რომ როგორც მინიმუმ 2024 წლის არჩევნებამდე იქნებ არ მისცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსიო, დღეს როცა ხედავენ, რომ რეფორმები ხორციელდება და ევროკავშირი ემზადება პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის, უკვე ამბობენ, რომ ეს იქნება ხალხის და არა ხელისუფლების, ჩვენ არ გვინდა ამ ხალხთან და ამ ხელისუფლებასთან ერთად კანდიდატის სტატუსიო, ასეთი განცხადებაც მოვისმინეთ, რაც სამარცხვინო განცხადებაა თავის შინაარსით. რაც არ უნდა თქვან, საზოგადოებამ და პარტნიორებმა კარგად იციან, რომ როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება საზოგადოების და ხელისუფლების დამსახურება. ჩვენ მივიღეთ მანდატი ხალხისგან, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ჩვენი ევროპული კურსის შესახებ და მივიღეთ მანდატი, რომ ევროპული რეფორმები გაგვეტარებინა ამ ქვეყანაში და ამის შემდეგ სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაუჩნდა ამ ქვეყანას რეალური შესაძლებლობა ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე, მიეღო უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები