მსოფლიო

სომხეთში დეზერტირობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

10.04.23 14:20


გამოცემა azatutyun.am-ის ცნობით, სომხეთში დეზერტირობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის სამართალმდამცველების მიერ ძებნილი 23 წლის რუსეთის მოქალაქე.
სომხეთის პოლიციის ცნობით, დაკავებული სამხედროთა კონტროლქვეშ იმყოფება.

 

გამოცემა azatutyun.am-ის ინფორმაციითვე, უცნობია, საუბარია მობილიზებულ ჯარისკაცზე თუ საკონტრაქტო თანამშრომელზე.

 

სომხეთის ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე სომხეთში 650 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა. რუსეთის მოქალაქეთა რიცხვმა, რუსეთში 2022 წლის სექტემბრის მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ კიდევ მოიმატა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები