პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები იყოს დაცული

20.04.23 17:00


ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, სტრასბურგში წარდგენილი კიდევ ერთი სარჩელი არის შემადგენელი ნაწილი იმ სამართლებრივი ბრძოლის, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით მიაღწია.

 

„პირდაპირი დარღვევებია, მაგალითად, როგორიც არის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ჯანმრთელობის კუთხით შეზღუდვების დაწესება, რომ ადამიანები სამკურნალოდ გადმოვიდნენ. როდესაც ხდება ადამიანების უკანონოდ დაკავება, ადამიანთა რელიგიური თვითრეალიზების და უფლებების განხორციელება. ეს სარჩელიც არის შემადგენელი ნაწილი იმ სარჩელებისა და იმ სამართლებრივი ბრძოლისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით მიაღწია საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენ ობიექტური მტკიცებულებები გვაქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დასაშვებად ცნო.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები