პოლიტიკა

სოლომონ პავლიაშვილმა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების საკითხები განიხილა

21.04.23 12:20


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების საკითხები განიხილეს.

 

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტების შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

„ნარჩენების მდგრადი მართვა და განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, რაც, თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკის მოდელის აღსრულების ინსტრუმენტს და ნარჩენების მართვის მაღალ სტანდარტს წარმოადგენს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკომეგობრული ტექნოლოგიების შესაბამისობების დადგენისთვის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის გაძლიერებისა და ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოების წახალისების მნიშვნელობის საკითხებს.

 

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი (PTB), საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე ათწლეულია საქართველოში პროექტებს ახორციელებს მეტროლოგია, სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება და სხვა მიმართულებებით.

 

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები