პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

21.04.23 14:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პაველ კოვალს და თანმხლებ დელეგაციას, ასევე კავკასიის და „კაზიმირ პულასკის“ ფონდების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველო-პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

 

„განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და საქართველო-პოლონეთის პარლამენტთაშორისი ურთიერთობის საკითხები, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ვისაუბრეთ ვარშავის უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება დაეთმო ასევე შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებს და ევროატლანტიკურ სივრცესა და ფორმატებში საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ ტენდენციებსა და მნიშვნელობას“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები