პოლიტიკა
21.04.23 14:30
ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მიუხედავად იმისა, იქ ცალკეული მოსამართლეები კარგები არიან თუ ცუდები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე მმართველი გუნდის პოზიცია ურყევია.
„ოპოზიციას აქვს შეხედულება, რომ ისინი, პოლიტიკოსები წყვეტენ, რომელი მოსამართლე კარგია, რომელი არა და აპირებენ ხელში აიღონ მართვის სადავეები სასამართლოში, რომლის მიხედვითაც ისინი იქნებიან კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ პირები, ვინც გადაწყვეტს, ვის აქვს სასამართლო ხელისუფლებაში ყოფნის უფლება და ვის არ აქვს. ეს სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რაც არის თანამედროვე ინსტიტუციური დემოკრატიის ევროპული გაგება და ოპოზიციის ეს ლოგიკა კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, პრიმიტიულად არ დგას საკითხი, რომ კორუფცია რადგან არ არის სასამართლო სისტემაში აქედან გამომდინარე უცხადებენ სოლიდარობას მოსამართლეებს, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს არის ერთ- ერთი მიზეზი, თუმცა, არა ერთადერთი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში არის პრინციპული ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლეთა გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა და ეს ნორმა იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლების სხვა შტოს არ ჰქონდეს მოსამართლეზე ზემოქმედების საშუალება.
„თუკი ჩვენ ახლა ვიტყვით, რომ მიუხედავად კონსტიტუციის დოგმატური მიდგომისა იმიტომ, რომ ეს კარგ ამბად გვეჩვენება კონსტიტუციას ვუღალატოთ ცოტა ხნით და ასეთ ფონზე პარლამენტმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ: „მოდი არ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, კონსტიტუცია დავარღვიოთ“.
თუ წაიკითხავთ რეგლამენტს, იქ წერია, რომ თანამდებობის პირთა საქმიანობის შესწავლა და რეაგირება არის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია და თუ რეაგირება პარლამენტმა უნდა მოახდინოს, ეს ძალიან ცუდ პრეცედენტებს შეიძლება ქმნიდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება რეგლამენტით გათვალისწინებულ სანქციას, რომლის მიხედვით რეგისტრაციის 4- ზე მეტჯერ არგავლის შემთხვევაში, ხელფასის 5 პროცენტი უკავდება დეპუტატს, სარჯველაძის თქმით, შეეხებათ თუ არა ეს სანქცია, არ არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, პირადად ჰგონია, რომ არ უნდა გავრცელდეს.
„როცა ეს პრინციპული პოზიცია დაიკავა ხელისუფლებამ, როგორ ფიქრობთ, რამე ყალთაბანდობას ჰქონდა ადგილი, რაიმე ისეთს, რაც ეთიკურად გაუმართლებელია?“ - განაცხადა სარჯველაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24