მსოფლიო

ყარაბაღელი აქტივისტები აზერბაიჯანის გამშვები პუნქტის აღებას მოითხოვენ

03.05.23 14:20


ყარაბაღელი აქტივისტები აზერბაიჯანის მიერ სომხეთთან დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილ საკონტროლო-გამშვები პუნქტის დემონტაჟის, ლაჩინის კორიდორის გახსნის, ცეცხლის შეწყვეტისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით აქციებს მართავენ.

 

2023 წლის 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის კორიდორის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩადგმის შესახებ ცნობა გაავრცელა. ლაჩინის კოროდორი ყარაბაღს აკავშირებს სომხეთთან, შესაბამისად, გარე სამყაროთან. აზერბაიჯანის ოფიციალური ვერსიით, გამშვები პუნქტი საჭიროა იმისთვის, რომ სომხეთიდან აღკვეთოს ყარაბაღში უკანონო სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლა. სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანი ცდილობს, მაქსიმალურად გაართულოს ყარაბაღელი სომხების ცხოვრება, აიძულოს ისინი, თავი დაუცველად იგრძნონ და ყარაბაღიდან სამუდამოდ “ამოიკვეთონ”.

 

როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად სტეპანაკერტი-შუშას გზაზე კარავი დადგეს, რომლის აღებასაც, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ გეგმავენ.

 

კარვის გარდა, აქტივისტებმა გამოფინეს ბანერები წარწერებით: “გაუქმდეს აზერბაიჯანის გამშვები პუნქტი და გაიხსნას სიცოცხლის გზა”, “მოგესალმებათ თავისუფალი არცახი”.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები