მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში, 9 მაისის აღლუმში მიიღებს მონაწილეობას

08.05.23 14:20


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 9 მაისთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოწვევით მოსკოვში გაემგზავრება. 

 

სომხური მედიის ცნობით, ის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. 

 

დადასტურებული ინფორმაციით, 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვიც ჩავა. ასევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა აღლუმზე დასასწრებად ტაჯიკეთის პრეზიდენტი მიიწვია. 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები