მსოფლიო

ყარაბაღში შემაშფოთებლად მიაჩნიათ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე

23.05.23 16:40


სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, მთიანი ყარაბაღის სუვერენიტეტს და თვითგამორკვევაზე ყარაბაღის ხალხის უფლებას უგულებელყოფს.  ნებისმიერი დოკუმენტი კი, რომელიც ამის საფუძველზე იქნება შედგენილი, მიუღებელია და არაფერს წარმოადგენს ჩვენთვის”, – განაცხადეს ყარაბაღის პარლამენტის წევრებმა ნიკოლ ფაშინიანის განმარტების საპასუხოდ.
სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.


დეპუტატების განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანის მზაობა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდეს, შემაშფოთებელია.


“ამ ვალდებულებით ნიკოლ ფაშინიანი უხეშად არღვევს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და სომხეთის კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი დოკუმენტი, სადაც მთიანი ყარაბაღი შეტანილი იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში, მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკისთვის”.

 

დეპუტატები მოუწოდებენ სრულიად სომეხ ხალხს, არ დაუშვან “სომხეთის ხელისუფლების “კატასტროფული ნაბიჯები” და არ დაუთმონ აზერბაიჯანს არცახი. ამასთან, ისინი მოუწოდებენ სომხეთისა და არცახის [მთიანი ყარაბაღის] მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს, დაგმონ ფაშინიანის 22 მაისს განცხადება.

 

“86,6 ათსი კვ. კილომეტრი ტერიტორია მთიან-ყარაბაღსაც მოიცავს. თუმცა, უნდა დავფიქსიროთ, რომ მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები სტეპანაკერტი-ბაქოს დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა 22 მაისს.

 

ამასთან, როგორც ფაშინიანი ამბობს, სომხეთს ამისთვის საერთაშორისო გარანტიები სჭირდება.

 

სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკანასკნელი ასეთი შეხვედრა ბრიუსელში, სამმხრივ ფორმატში [ნიკოლ ფაშინიანი-ილჰამ ალიევი-შარლ მიშელი] 14 მაისს გაიმართა.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები