პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

20.06.23 16:40


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

​შეხვედრაზე, რომელიც ისრაელის ელჩის თხოვნით შედგა, ძირითადი ყურადღება ახალ საკანონმდებლო ინიციატივას - „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტს დაეთმო, რომელიც მთავრობამ პარლამენტში განსახილველად უკვე შემოიტანა.

 

„ქალბატონ ელჩს კითხვები ჰქონდა სუროგაციასთან დაკავშირებით მისაღებ კანონზე. დაინტერესდა, როგორი იქნება კანონის მიღების პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა, მთავრობისა და პარლამენტის ჩართულობა. ელჩის ინფორმაციით, ისრაელის 200-მდე მოქალაქე არის ჩართული სუროგაციის პროექტში და მისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ადამიანების მკურნალობა ბოლომდე იყოს მიყვანილი, რათა არ დაირღვეს ისრაელის მოქალაქეების უფლებები. ბუნებრივია, ჩვენ პირველ რიგში ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ბედი და მათი დაცულობა გვაინტერესებს, თუმცა ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ არცერთი იმ ადამიანის უფლება დარღვეული არ იქნეს, ვინც ამ პროგრამაშია ჩართული“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ისრაელის ელჩმა მისთვის საინტერესო ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები მიიღო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები