პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი - თავისუფლების და დემოკრატიის იდეა უნდა გადარჩეს, უფრო უნდა გაძლიერდეს და ეს ბარბაროსული ტოტალიტარული გამოწვევა ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს

20.06.23 17:00


თავისუფლების და დემოკრატიის იდეა უნდა გადარჩეს, უფრო უნდა გაძლიერდეს და ეს ბარბაროსული ტოტალიტარული გამოწვევა ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ქავთარაძე ქალაქ ლონდონში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის - IDU-ს მე-40 საიუბილეო ფორუმს ესწრებიან.

 

„ეს ორგანიზაცია შეიქმნა 40 წლის წინ აქ ლონდონში, როდესაც ცივი ომი იყო პიკში, ტოტალიტარიზმი ებრძოდა დემოკრატიის და თავისუფლების იდეას. სამწუხაროდ, დღევანდელი მსოფლიოც ამ გამოწვევის წინაშე რჩება განსაკუთრებით, პუტინის ბარბაროსული ომის კონტექსტში და ამ ორგანიზაციამ, მონაწილეებმა პოლიტიკური დებატების საშუალებით დღესაც, ხვალაც, მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავისუფლების და დემოკრატიის იდეა გადარჩეს, უფრო გაძლიერდეს და ეს ბარბაროსული ტოტალიტარული გამოწვევა ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ქავთარაძის თქმით, ორგანიზაცია, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა, ახლა საიუბილეო შეკრება აქვს.

 

„ეს ორგანიზაცია შეიქმნა, როგორც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური პარტიების ფართო კოალიცია. ტოტალიტარიზმის გამოწვევა დღეს კიდევ პრობლემად რჩება პუტინის რუსეთის სახით, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის თავისუფლების მხრიდან უნდა დამარცხდეს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავს შეხვედრებზე დადიოდეს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრობდეს, რომელი პარტიის წევრიც იყო -„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფიდანაც გარიცხეს“, - განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები