პოლიტიკა

„თავი სამყაროს ღმერთებად გამოგვიცხადეს“ - დავით ჭიჭინაძე „ოცნებაზე“

21.06.23 10:20


„თავი სამყაროს ღმერთებად გამოგვიცხადეს, საქართველო კი თავიანთ ნადავლად აქციეს“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ოცნებაზე“ საუბრისას.

 

„ხელისუფლებაშიც ხომ მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ეს ქვეყანა ძარცვონ და დაინაწილონ.და თუ დასავლეთი ჯერ კიდევ ელოდება, რომ კობახიძე-ივანიშვილის "ოცნებაში" კეთილშობილება გაიღვიძებს, გამორიცხულია, ეს არ მოხდება!

 

ასე რომ, თუ ყველა ერთად არ დავირაზმებით, უსამართლობის პრობლემა ყველასთან მოვა, არავის დატოვებს. ბოლოს ყველას დაგვიჭერენ, ყველას, დაგვსჯიან, ვისი განსხვავებული აზრიც არ მოეწონებათ, მაგრამ სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა,“  - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები