მსოფლიო

აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმედღიან მოლაპარაკებებს ელიან

26.06.23 17:00


აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოალაპარაკებები აშშ-ში, შესაძლოა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ოფიციალური ცნობითვე, შეხვედრები ხვალ, 27 ივნისს იწყება. მოლაპარაკებების მთავარი თემა კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის “სამშვიდობო შეთანხმების” გაფორმებაა, რომელზეც მხარეები უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო ინტენსიურად მუშაობენ.

 

მხარეები აშშ-ში სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიწვევით იმყოფებიან.

 

მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. რეგულარულ ხასიათს ატარებს ახალი შეტაკებები. ამავე დროს, საკმაოდ ინტენსიურია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები