ეკონომიკა
27.06.23 16:30
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე UNECE - ის (გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია) ფარგლებში ვაჭრობის შესაძლებლობებისა და სტანდარტების კომიტეტის (Steering Committee on Trade Capacity and Standards) შეხვედრაში მონაწილეობს.
თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ვაჭრობის ძირითად ტენდენციებზე, ლიბერალურ სავაჭრო კანონმდებლობასა და ეფექტიან საბაჟო რეგულაციებზე. გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე, რომლებიც საქართველომ გაატარა ან ახორციელებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კერძო სექტორის მხარდაჭერა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა. „ჩვენ სტიმულს ვაძლევთ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტებისა და პროგრამების გამოყენებით. მათ შორისაა, სამეწარმეო უნარების სრულყოფა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ექსპორტის და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და სხვ.“ - განაცხადა გენადი არველაძემ. მან ასევე ისაუბრა რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობის კიდევ ერთ მექანიზმზე, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს მათზე მორგებულ მხარდაჭერის მექანიზმებსა და სერვისებს სთავაზობს. მინისტრის მოადგილის ცნობით, აღნიშნული საკონსულტაციო ცენტრები უზრუნველყოფს სამ ძირითად სერვისს: ინფორმაციის მიწოდებას, ბიზნეს უნარების გაუმჯობესებას და კონსულტაციას.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გამოყო სამთავრობო პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ადგილობრივ მეწარმეებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასა და დივერსიფიკაციაში, ასევე საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში.
გენადი არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტრონული სწავლების პლატფორმის ელექტრონული აკადემიის შექმნაზე, რომელიც მოემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესს სტანდარტიზაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში. მისი თქმით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გააფორმა მემორანდუმები რამდენიმე უნივერსიტეტთან და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლების ტრენინგების ჩასატარებლად.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით გატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე, რომელთა მიზანი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და ვაჭრობის ხელშეწყობაა.
დასასრულს, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა UNECE-ს გუნდს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობისთვის და გაგრძელდება მუშაობა ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის გასაძლიერებლად რეგიონულ და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში შემდგომი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფის მიზნით.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24