ანალიტიკა

მშვიდობიანი კავკასია აუცილებელია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ვარდანიანის მსგავსი კრიმინალური ავანტიურისტები ამას ეწინააღმდეგებიან

28.06.23 13:40


25 ივნისს ავტორიტეტულმა ამერიკულმა ბიზნეს გამოცემამ Forbes-მა გამოაქვეყნა კენეტ რაპოზას სტატია „ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი შეეცდება ხელი შეუშალოს აზერბაიჯანთან გარიგებას გაზმომარაგებასთან დაკავშირებით“. (https://www.forbes.com/sites/kenrapoza/2023/06/25/eu-worries-russia-will-try-thwarting-lucrative-gas-deal-with-azerbaijan/). სტატიიდან გამომდინარეობს, რომ სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც კრემლის მიერ წარგზავნილია აზერბაიჯანულ ყარაბაღში, ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებისა:

 

„ევროკავშირი და აზერბაიჯანი  თვლიან, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სომხეთში ახალი ომის გაჩაღებას ცდილობენ და ამაში მოსკოვს ადანაშაულებენ.

 

სამხრეთ კავკასიაში მდებარე აზერბაიჯანმა და სომხეთმა 1988-1994 წლებში, ისევე როგორც 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ცეცხლის საბოლოო შეწყვეტა გამოცხადდა, გაცხარებულ, ხანგრძლივ ომში იბრძოდნენ ერთმანეთთან. ზოგიერთისთვის იმ დღეების მოვლენათა კვალი არ წაშლილა, რადგან სომხეთს ჯერ არ მოუწერია ხელი ოფიციალურ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.

 

ახლა მთავარი პრობლემას წარმოადგენს აზერბაიჯანის რეგიონი, ცნობილი როგორც ყარაბაღი, რომელსაც პატრულირებენ რუსი სამშვიდობოები, ასევე ეთნიკური სომხები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და არ სურთ აზერბაიჯანის მოქალაქეობა. ყარაბაღი არის მთიანი რეგიონი ორ ქვეყანას შორის, რომელიც ოდესღაც სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა.

 

სომხეთმა 1990-იან წლებში ომის დროს აზერბაიჯანს ყარაბაღის რეგიონი წაგლიჯა, რომელიც ბოლო ზავის დროს დაკარგა. ორი მეზობელს შორის კვლავ უთანხმოებაა და დაძაბულობა იზრდება, რადგან აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ევროკავშირთან მომგებიანი გაზმომარაგების შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ხელმოწერილია 2022 წლის ივლისში. აზერბაიჯანთან შეთანხმება, სავარაუდოდ, გააორმაგებს ბუნებრივი აირის იმპორტს 2027 წლისთვის მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. ევროკავშირი ეძებს ალტერნატიულ მომწოდებლებს რუსეთისთვის.

 

"აზერბაიჯანის, როგორც საიმედო ენერგეტიკული პარტნიორის როლი მნიშვნელოვანია გლობალურ ლანდშაფტზე. 2027 წლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის ვალდებულებით, აზერბაიჯანი უკვე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა ბაქოს ენერგეტიკის კვირეულის მონაწილეებისადმი მიმართვაში, რომელიც 6 ივნისს დედაქალაქ ბაქოში დასრულდა.

 

საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ცნობით, ომამდე, 2021 წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა შემოიტანეს 155 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირი, რაც წარმოადგენს გაზის მთლიანი იმპორტის 45%-ს.

 

ბოლო 12 თვის განმავლობაში, ევროკავშირის ენერგეტიკული პარტნიორობა აზერბაიჯანთან გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობა. ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანას უკვე შემოაქვს და იყენებს კასპიის გაზს კასპიის ზღვიდან, სადაც აზერბაიჯანი მდებარეობს. მიწოდება დაიწყო 2020 წელს ტრანსადრიატიკისა და ტრანსანატოლიის მილსადენებით, რომლებიც სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია. აზერბაიჯანული გაზი სულ უფრო ხშირად იგზავნება იტალიაში, ხორვატიაში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, რუმინეთში, საბერძნეთში, ავსტრიასა და ბულგარეთში.

 

ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ყარაბაღში არსებული ვითარების განსახილველად. მან კონკრეტულად აღნიშნა ევროკავშირის მზადყოფნა "დაეხმაროს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას რეგიონში".

 

შეიძლება თუ არა ყარაბაღის საზღვრის საკითხებმა, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, საფრთხე შეუქმნას ევროპის გაზის შეთანხმებას?

 

„აზერბაიჯანიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძირითადი ექსპორტი არ არის დამოკიდებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე“, - განაცხადა ბრენდა შაფერმა, აშშ-ს საზღვაო ასპირანტურის სკოლის პროფესორმა კალიფორნიაში. იგი გახლავთ კასპიის ენერგეტიკის ექსპერტი და ატლანტიკური საბჭოს არარეზიდენტი სტიპენდიანტი.

 

„2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შედეგებმა გავლენა მოახდინა ენერგეტიკული საექსპორტო დერეფნის უსაფრთხოებაზე“, - ამბობს ის. სომხეთი ახლა თავს იკავებს ამ დერეფანზე თავდასხმის მცდელობებისგან, როგორც ეს გააკეთა წარსულში.

 

ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა ევროპაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით

ევროკავშირმა ყარაბაღის რეგიონის სომხურ მხარეს პოლიციის დასახმარებლად სამოქალაქო მისია გაგზავნა. Politico EU ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანი უკმაყოფილო იყო ევროკავშირის იქ ყოფნით. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკრიტიკა გარე ჩარევა სომეხ სეპარატისტებთან მისი ქვეყნის დაპირისპირებაში. მისი თქმით, ისინი, ვინც სეპარატისტებს უჭერენ მხარს, საქმეს არ ეხმარებიან. ”ჩვენ ვაფრთხილებთ სომხეთის ზურგს უკან მდგარ ზოგიერთ ქვეყანას, რომ შეწყვიტონ ეს ბინძური თამაში”, - განაცხადა მან 18 მარტს განცხადებაში. „ყარაბაღის კონფლიქტში ჩართული შუამავლები [ცდილობენ] არა პრობლემის მოგვარებას, არამედ მის გაყინვას“, - თქვა მან და დასძინა, რომ ყარაბაღის რეგიონში (ახლანდელი აზერბაიჯანი) მცხოვრები ეთნიკური სომხები არ მიიღებენ რაიმე განსაკუთრებულ გარანტიებს, გარდა აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის განკუთვნილისა.

 

რუსეთი ისტორიულად იქ იყო შუამავალიც და სამშვიდობო შუამავალიც საბჭოთა დროიდან. მთელი რეგიონი იყო რუსეთის იმპერიული პროვინცია და შემდეგ გახდა ერთ-ერთი საბჭოთა სახელმწიფო 1920-იან წლებში გამოგონილი საზღვრების შეკვრის შედეგად. იოსებ სტალინმა პირადად დახაზა სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრები, სადაც თითოეულში დიდი უმცირესობათა ჯგუფები ჩატოვა დაძაბულობის განზრახ ესკალაციისთვისნ და ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, სამხედრო ჩარევისთვის. ამჟამად იქ სამშვიდობოების სახით 2000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. რუსეთმა მაისში გამართა მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის, მაგრამ ბაქოს გაზის ბიზნესში ზოგიერთი ახლა მოსკოვზე გაბრაზებულია. სანქციების გამო გაზპრომმა დაკარგა თავისი წილი ევროპაში ბუნებრივი გაზის ბაზარზე. ზოგადად, ახალ ბაზრებზე გაყიდვები კარგად მიმდინარეობს. თუმცა, აზერბაიჯანელები შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ესკალაციას ცდილობს, სომეხი სეპარატისტების გამოყენებით, რათა ხელი შეუშალოს ევროპის ინტერესებს აზერბაიჯანთან თანამშრომლობაში - ან უბრალოდ ევროპისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით. „ეს გაზაფხული იყო ყველაზე მომაკვდინებელი საზღვარზე 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ“, განუცხადა 25 მაისს გერმანულ საინფორმაციო არხს DW-ს ოლეისა ვართანიანმა, თბილისში დაფუძნებული სამშვიდობო ცენტრის The Crisis Group-ის უფროსმა თანამშრომელმა. მისი თქმით, სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

 

სეპარატისტები და რუსები

ამ ისტორიაში გამუდმებით ფიგურირებს ცნობილი სომეხი ფინანსისტი რუბენ ვარდანიანი. ის ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ადამიანია და ჯორჯ კლუნთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიებებზე დააფიქსირეს.

 

იანვარში Washington Times-მა გამოაქვეყნა სტატია ჯეიმსთაუნის ფონდის უფროსი თანამშრომელი და კავკასიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტის იანუშ ბუგაისკის მიერ დაწერილი სტატია, რომელშიც ჩამოთვლილია მის წინააღმდეგ ბრალდებების გრძელი სია, დაწყებული ფულის გათეთრებით და  უკრაინაში რუსეთის ომის ლოჯისტიკური დახმარების ჩათვლით.

 

ბოლო პუნქტის გამო ვარდანიანი მიჩნეულია კიევის მიერ „პირად, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ დაკავებასა და უკრაინის ან ნატოს ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებში გადაყვანას“, რომელმაც ის შეიტანა „მშვიდობისმყოფელის“ მონაცემთა ბაზაში - ეს არის იმ ადამიანების სია, რომლებსაც კიევი უკრაინის მტრებად მიიჩნევს.

 

გასული წლის HR6422-ის თანახმად, სახელწოდებით "პუტინის პასუხისმგებლობის აქტი", რომელსაც ხელმძღვანელობდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯიმ ბენქსი ინდიანიდან, ვარდანიანს  სანქციები დაადეს. ის ჯერ კიდევ კომიტეტშია და კენჭისყრაზე ჯერ არ გაუტანიათ.

 

მდიდარი მაგნატი (და რუსეთის ერთ-ერთი პირველი საინვესტიციო ბანკის, Troika Dialog-ის დამფუძნებელი) განიხილება, როგორც ლიდერი, რომელიც ეწინააღმდეგება  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობას.

 

28 მაისს ვარდანიანმა თავის რუსულენოვან ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ სეპარატისტებმა აზერბაიჯანთან არანაირი შეთანხმება არ უნდა გააფორმონ. მან სომეხთა გენოციდის საშინელი მაგალითი ახსენა, რათა ისინი თავისკენ გადმოებირებინა.

 

ის წერდა: (აზერბაიჯანის პრეზიდენტი) „ალიევს ერთი სტრატეგია აქვს – არცახის ხალხის განდევნა და გენოციდი“. არცახი - ასე უწოდებენ სომხები აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღს. "უკანასკნელი ზღვარი გადალახულია, ან არცახის მხარეს დგახარ, ან მთელი სომეხი ხალხის წინააღმდეგ მიდიხარ."

 

ვარდანიანს სეპარატისტულ მთავრობასთან დიდი ხნის კავშირები აქვს. ტვიტერის საკუთარ გვერდზე ვარდანიანი წერს ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე და ხაზს უსვამს რეგიონის სომხეთთან დამაკავშირებელი გზის სავარაუდო ბლოკირებას.

 

მე სამჯერ მივმართე მის პირად ფონდს და ორჯერ Twitter-ის გვერდზე, რომ ვთხოვო, შეწყვიტოს აზერბაიჯანის დადანაშაულება იმასთან დაკავშირებით, რომ ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ჩემი თხოვნა უპასუხოდ დარჩა.

 

როგორც Forbes-ის მილიარდერს, მას ნამდვილად აქვს ფული თავისი ვნებების დასაკმაყოფილებლად. შაფერის თქმით, რუსეთი რეგიონში მთავარი მოთამაშეა და ვარდანიანი მოსკოვის კურთხევით სარგებლობს.

 

"რუსი სამშვიდობოები დე ფაქტო აკონტროლებდნენ უსაფრთხოებას. მოსკოვმა ნება დართო ყარაბაღის სომხური თემისთვის იარაღის, სომეხი ჯარისკაცების, ნაღმების და ბევრად მეტის მიწოდება", - თქვა მან.

 

მისი თქმით, 2022 წლის სექტემბერში ვარდანიანი წარგზავნეს რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად რაიონებში.

 

„ვარდანიანი სწრაფად შედგა ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის დე ფაქტო ლიდერად და შეუდგა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის  ძირის გამოთხრას. რუსეთის ტერიტორიის კონტროლისა და ყარაბაღის სომხების მოსკოვთან კავშირების გათვალისწინებით... წარმოუდგენელია, რომ ვარდანიანს შესთავაზონ ლიდერის პოსტი მოსკოვის გადაუდებელი მოთხოვნის გარეშე“, - ამბობს შაფერი.

 

აზერბაიჯანის ბლოკადა, ან საგუშაგოები, როგორც მათ ეძახიან, თითქოსდა ყარაბაღისთვის იარაღის მიწოდების საფრთხის შესაჩერებლად შეიქმნა. მეტიც, სომხეთი რუსეთის ერთ-ერთი გზაა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. სომხეთი იყო რუსეთში შემოსული უკანონო საქონლის წყარო - კერძოდ, კომპიუტერული ელექტრონიკა, როგორიცაა მიკროჩიპები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო იარაღში, იტყობინება The New York Times აპრილში.

 

თუმცა სომეხი სეპარატისტებისთვის ეს საგუშაგო ბლოკადაა, რადგან ის სომხეთისკენ მიმავალ ერთადერთ გზას კეტავს. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ გზა მთლიანად დაკეტილია და არ არსებობს საკონტროლო-გამშვები პუნქტზე მიმოსვლა, გარდა ოფიციალური სამთავრობო მანქანებისა.

 

21 ივნისს სეპარატისტებმა საერთაშორისო ინტერვენციისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ შექმნილი ვითარების გამო ჰუმანიტარული დახმარება რეგიონში ვერ აღწევს.

 

არა ახალ ომს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგმა ომმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეაჩეროს გაზის ნაკადები, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მხარეს აირჩევს ევროპა. თუ ისინი აზერბაიჯანს დაუპირისპირდებიან, სანქციებმა შესაძლოა კვლავ შეარყიოს ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა. ეს ყველაზე უარესი სცენარია.

 

ამ დროისთვის აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგაა.

21 ივნისს ვაშინგტონში ტომ ლანტოსის ადამიანის უფლებათა კომისიამ მოსმენა გამართა აზერბაიჯანის საგუშაგოების შესახებ ყარაბაღში. კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ჰოლივუდის კალიფორნიის კონგრესმენმა ადამ შიფმა წერილობით განცხადებაში სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მან ყარაბაღი ვარდანიანის საყვარელი ტერმინით -  „არცახადაც“ კი მოიხსენია.

 

დააწესებს თუ არა ვაშინგტონი სანქციებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ქვეყანას? ეს მან ადრე უკვე გააკეთა.

 

EU Politico ამბობს, რომ ბრიუსელის ძალისხმევა დაძაბულობის შესამცირებლად შედეგს ვერ გამოიღებს.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ზეწოლას განიცდის, მას სთხოვენ ყარაბაღში ეთნიკური სომხების უფლებების დაცვას, მაგრამ ბაქოს ბუნებრივია სურს სეპარატისტული მთავრობის და სამხედრო სტრუქტურების დაშლა. მათ სურთ, რომ სომხები აზერბაიჯანის სრულუფლებიანი მოქალაქეები გახდნენ, იუწყება Reuters.

 

აზერბაიჯანი უარყოფს ვარდანიანის განცხადებებს, რომ ისინი სომხებს კიდევ ერთ გენოციდს უტარებენ ან საგზაო გამშვები პუნქტებია მოწყობილი მათი ცხოვრების გასამწარებლად.

 

როგორც ჩანს, ვარდანიანმა ყარაბაღში თავისი თანამდებობა "დათმო" და ახლა მუშაობს ინფორმაციის გასავრცელებლად მისი ახალი ადამიანის უფლებების კამპანიის შესახებ სოციალურ მედიაში. მან სეპარატისტულ მთავრობაში თანამდებობა თებერვალში დატოვა, იტყობინება Reuters, მიუხედავად იმისა, რომ ვარდანიანი ამტკიცებდა, რომ ის არ იყო დანიშნული მოსკოვის მიერ რაიმე პოზიციაზე.

 

შესაძლოა ვარდანიანი გადადგა, რათა თავიდან აიცილოს ინდივიდუალური სანქციების რისკი. აზერბაიჯანის მთავრობაში ზოგიერთს უხარია მისი წასვლა და იმდენად შორს წავიდნენ, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონს მოსთხოვეს მისი ინტერპოლის სიაში შეყვანა.

 

რუსეთისა და ევროპის მიზნები კავკასიაში დიამეტრალურად საპირისპიროა. სომხეთსა და აზერბაიჯანს ახალი ომი არ სჭირდება. ყარაბაღში მშვიდობა ასევე უზრუნველყოფს სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას ათწლეულების განმავლობაში იზოლაციისა და სიღარიბის შემდეგ. წლების განმავლობაში მილიონობით სომეხმა დატოვა სამშობლო და დასახლდა სომხურ თემებში აშშ-ში, ევროპასა და რუსეთში“. სტატიის დასასრული.

 

სტატიიდან ირკვევა, რომ ევროპა დაინტერესებულია მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიით. ხოლო რუბენ ვარდანიანის მსგავსი პერსონაჟები, ასევე სომეხი რევანშისტები და „არცახელი“ სეპარატისტები ევროპაში უკვე პირდაპირ საფრთხედ აღიქმებიან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა.

 

ისეთი ავანტიურისტთა ყველა მცდელობა, როგორიც არის რუბენ ვარდანიანი, „შეიბრალოს ევროპა“ სიუჟეტებით „საშინელი „გენოციდის“ საფრთხის შესახებ, რომელიც ყარაბაღის სომხებზე დევს ევროპაში, სერიოზული პოლიტიკური ანალიტიკოსების მიერ აღიქმება, როგორც პროვოკაციული პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობა. ევროპელებს არ სჯერათ „გენოციდისა“.

 

აშკარაა, რომ მათ ენერგეტიკულ სექტორს შეიძლება შეექმნას სირთულეები სეპარატისტებისა და რევანშისტების მიერ გაჩაღებული მორიგი ომის გამო აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო. ევროპელები, როგორც წესი, მხარს უჭერენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულები ხელმოწერას რაც შეიძლება სწრაფად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 613


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები