ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გერმანიაში

04.07.23 13:00


საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბერლინში, ფრანკფურტსა და მიუნხენში კულინარიული შოუ გამართა.

 

ღონისძიებებს გერმანიის 75-მდე მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მასტერკლასებში ადგილობრივი კულინარიის სკოლის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

კულინარიული შოუს ფარგლებში გერმანელმა ტუროპერატორებმა ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა.

 

გერმანიის 3 მსხვილ ქალაქში მოწყობილი კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გერმანული ტურისტული კომპანიებისთვის პრეზენტაციები გამართა. გერმანელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქართველოს ტურისტული პროდუქტებით, სათავგადასავლო ტურებით, ეკოტურიზმითა კულინარიით.

 

მასშტაბური კამპანია გერმანიაში საკომუნიკაციო სააგენტო KPRN Network GmbH-თან თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები