მსოფლიო

“გაეროს უშიშროების საბჭო წარსულის გადმონაშთია” – ალიევი

05.07.23 16:30


“დღესდღეობით, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძოდ, გაერო, ვერ ამართლებს კაცობრიობის მოლოდინებს. გაერო სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, ბაქოში მიუმხრობლობის მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე განაცხადა.

 

ალიევი ამბობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო წარსულის გადმონაშთია და არ ასახავს დღევანდელ რეალობას.

 

“ჩვენ უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების მომხრე ვართ, რათა ის უფრო წარმომადგენლობითი და გეოგრაფიულად სამართლიანი გახდეს. მიხარია, რომ ამ საკითხზე დღეს მსოფლიოში კონსესუსი იზრდება. ვფიქრობთ, ქვეყნებს, რომლებიც იკავებენ მიუმხრობლობის მოძრაობის, ისლამური თანამშრომლობისა  და აფრიკული კავშირის ორგანიზაციების თავმჯდომარის პოსტებს, როტაციული წესითა და ვეტოს უფლებით, გაეროს უშიშროების საბჭოში საკუთარი ადგილები უნდა გააჩნდეთ”.

 

5-6 ივლისს ბაქოში მიუმხრობლობის მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტრთა სხდომა იმართება.

 

მიუმხრობლობის მოძრაობა წარმოადგენს ფორუმს, რომელშიც მონაწილეობს 120 განვითარებადი ქვეყანა. ფორუმის მონაწილე ქვეყნები ფორმალურად არ მიეკუთვნებიან და არ ეწინააღმდეგებიან მსოფლიოს რომელიმე გავლენიან სამხედრო-პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ბლოკს.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები