ეკონომიკა

დღეის მონაცემებით საქართველოდან 14.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული

07.07.23 14:00


2023 წლის 1-ელი მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 2 346 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 14.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 766 ტონით (4.0-ჯერ), ხოლო ღირებულება - 10.7 მლნ აშშ დოლარით (3.9-ჯერ) გაიზარდა.

 

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 207.1 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), არაბთა გაერთიანებული საემიროებში (33.3 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (15.5 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (4.3 ტონა), კუვეიტში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.2 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენ ქვეყნებში (3.0 ტონა).

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები