ეკონომიკა

ირაკლი ქარქაშაძე საქართველოსა და ყირგიზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით ყირგიზეთის ელჩს შეხვდა

10.07.23 17:30


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აზერბაიჯანსა და საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. კაირატ ოსმონალიევთან შეხვედრაზე საუბარი ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო დაწყებას შეეხო. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ქუთაისსა და ბიშკეკს შორის შესაძლო საჰაერო მიმოსვლის დაწყება.

 

„ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო კავშირებით ქონა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მგზავრთნაკადის ზრდის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ელჩს დავპირდით, რომ მოვძებნით შესაძლებლობების გზებს როგორც ქართულ, ისე ყირგიზულ ავიაკომპანიებს შორის რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის კუთხით შედგეს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

 

ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები არ სრულდება. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყირგიზეთიდან 3,432 ვიზიტორი ეწვია. 2022 წელს კი 14,218 ვიზიტორი, რაც 7 %-ით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ყირგიზეთის ელჩთან აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას საქართველოში ყირგიზეთის საპატიო კონსული არჩილ მაზიაშვილი და აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს განვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები