მსოფლიო

ფაშინიანი და ალიევი 15 ივლისს ბრიუსელში შეხვდებიან

13.07.23 18:00


21 ივლისის ნაცვლად 15 ივლისს ბრიუსელში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შარლ მიშელთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იგეგმება. ინფორმაცია სომხურმა მხარემ დაადასტურა.

 

როგორც სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწევს.


უკანასკნელი შეხვედრა ალიევსა და ფაშინიანს შორის შარლ მიშელის მედიაციით პირველ ივნისს მოლდოვაში გაიმართა. სწორედ მაშინ დააანონსა შარლ მიშელმა შემდეგი შეხვედრა 21 ივლისს.

 

მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემდეგ მხარეებს შორის სიტუაცია ისევ არასტაბილური რჩება. რეგულარულ ხასიათს ატარებს ახალი შეტაკებები. ამავე დროს, საკმაოდ ინტენსიურია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა პროცესი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები