ეკონომიკა

მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა  

17.07.23 16:00


მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

 

ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ 11.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9 266 ტონა), სომხეთი (970 ტონა), ბელარუსში (20 ტონა) და უკრაინაში (18 ტონა).

 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 439 ტონით (4%), ხოლო ღირებულება - 143 ათასი აშშ დოლარით (1%) გაიზარდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები