მსოფლიო

აზერბაიჯანის ცნობით, ყარაბაღში კიდევ 93 აზერბაიჯანელი დევნილი დააბრუნეს

09.08.23 14:30


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, გრძელდება ყარაბაღის აღდგენილ ქალაქებში 30 წლის წინ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესი. ამჯერად, ბაქოს ცნობით, ქალაქ ლაჩინში კიდევ 23 ოჯახი – 93 ადამიანი დაბრუნდა [ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაბრუნებულია 203 ოჯახი].

 

ოფიციალური ცნობით, დაბრუნებული ადამიანებიწლების განმავლობაში ბაქოში დევნილთა საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობდნენ.

 

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, “2020 წელს პრეზიდენტის ხელმძღვანელობითა და აზერბაიჯანის ბრწყინვალე არმიის მიერ მოპოვებული გამარჯვების შედეგად, მშობლიურ მხარეში 30 წლის შემდეგ საკუთარი ნებით დასაბრუნებლად შექმნილია უსაფრთხო და ღირსეული პირობები”.

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, “ქალაქი ლაჩინი ახლა კიდევ უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილია”.

 

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები