მსოფლიო

აზერბაიჯანმა წითელ ჯვარს ყარაბაღიდან 11 პაციენტის გადაყვანის უფლება მისცა

09.08.23 17:30


11 -დღიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო წითელმა ჯვარმა შეძლო, ყარაბაღიდან ლაჩინის კორიდორის გზით ერევანში 11 პაციენტი გადაეყვანა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

სტეპანაკერტის ცნობით, 11-დან 9 პაციენტი გეგმურ ჰემოდიალიზზე არიან, 2 კი -რთული ონკოლოგიური დაავადებით.

 

უკანასკნელად პაციენტები წითელმა ჯვარმა 29 ივლისს გადაიყვანა, რა დროსაც ერთი მათგანი, 68 წლის ვაგიფ ხაჩატრიანი ბაქოში ბრალდებულის სტატუსით გადაიყვანეს.

 

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები