მსოფლიო

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვარზე ისინი სროლის მომსწრენი გახდნენ

16.08.23 17:30


სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სროლის შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

 

ევროპული გაერთიანების მისიამ განმარტა, რომ სროლა იყო მისი პატრულირების ერთ-ერთ არეალში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

 

მანამდე სომხეთმა განაცხადა, რომ 15-ტ აგვისტოს აზერბაიჯანის არმიამ ორი ქვეყნის საზღვარზე დამკვირვებლებს ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალურმა ბაქომ ინციდენტზე პასუხისმგებლობა უარყო და ცნობა დეზინფორმაციად შეაფასა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები