მსოფლიო

ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს

21.08.23 12:59


Toggle navigation
LIVE

FB LIVE


ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს
12:42, 21.08.2023
 
ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს. გადაწყვეტილება ირანის რესპუბლიკის პარლამენტის კომისიამ მიიღო.

შემდეგ ეტაპზე კანონი კონსტიტუციის დამცველთა საბჭოს გადაეცემა განსახილველად.

როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იუწყება, კანონპროექტი 70 მუხლისგან შედგება, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში უფრო მკაცრ ფინანსურ სასჯელთან ერთად, პატიმრობის უფრო ხანგრძლივ ვადასაც ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალს ათი დღიდან ორ თვემდე პატიმრობა ან 50-დან 500-ათასამადე ირანული რიალის (ერთიდან ათ ევრომდე) ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ახალი კანონპროექტით, კი ამავე დანაშაულისთვის პატიმრობის ვადა ხუთიდან 10 წლამდე, ხოლო ჯარიმა 360 მილიონი ირანული რიალი (7 800 ევრო) იქნება.

ცნობისთვის, კანონის გამკაცრება ირანში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2022 წელს ირანში მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაპატიმრებული მაჰსა ამინის გარდაცვალებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხელისუფლებამ აქციები ძალის გამოყენებით ჩაახში. რამდენიმე აქტივისთი სიკვდილით დასაჯეს.

https://1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები