დასრულდება თუ არა ზანგეზურის დერეფანი დეკემბრისთვის?

13.09.23 16:00


პრორუსმა სომეხმა რევანშისტებმა ახალი „გამართლება“ იპოვეს სომხეთში რუსეთის მონაწილეობით სახელმწიფო გადატრიალებისა და ახალი „არცახის ომისთვის“. ისინი ღელავენ არა მხოლოდ სომხეთის, არამედ რუსეთის ფედერაციის მოკავშირის, ირანის ინტერესებზეც, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დასავლეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების შემდეგ გახსნილი ზანგეზურის დერეფანი "ირანის იზოლირებას ახდენს ჩრდილოეთიდან“ და სომხეთში აშშ-ის ყოფნის გაძლიერებასთან ერთად, ეს „ეწინააღმდეგება ირანის ინტერესებს“. ამიტომ, მათი თქმით, ირანმა, რუსეთმა და „დიადი სომხეთის“ მხარდამჭერებმა უნდა შეეცადონ დაამსხვრიონ ეს „დასავლეთის მაქინაციები“ და ხელი შეუშალონ ზანგეზურის დერეფნის გახსნას.

 

2023 წლის 11 სექტემბერს პრორუსი ბლოგერის მიკა ბადალიანის ტელეგრამ არხმა, რომელიც ახლახან სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა იარაღის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დააკავა, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლა, სომეხი ნაციონალისტებისთვის "საგანგაშო" ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ზანგეზურის დერეფანი შეიძლება 2023 წლის დეკემბრამდე გაიხსნას.

 

მიკა ბალალიანმა „განგაშის ზარი“ შეგნებულად შემოჰკრა 11 სექტემბერს „ზანგეზურის დერეფნის გახსნის საშიშროებასთან“ დაკავშირებით. ზოგიერთი წყაროს თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის 11 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარში აშკარად აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ადრეული დადებისკენ იხრებოდა.

 

გასაგებია, რომ მიკა ბადალიანი კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან, რომლებიც დღეს ყველანაირად აზვიადებენ თემას „ფაშინიანის მიერ სომხეთის ინტერესების ღალატი“. ეს ინტერესები, მათი აზრით მდგომარეობს არა მხოლოდ რუსეთთან ალიანსში, არამედ "ერთობლივ ომში არცახისთვის".

 

 აშკარაა, რომ კრემლის მომხრე ძალებს სომხური საზოგადოება ფაშინიანის „დამხობის აუცილებლობისკენ“ მიჰყავთ, სანამ ის სამშვიდობო ხელშეკრულებას დადებს და ზანგეზურის დერეფანს გახსნის.  რადგანაც შიდა ძალები არ არის საკმარისი ფაშინიანის დასამხობად, დაგეგმილია მისი ორგანიზება გარე მონაწილეობით, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იგივე „დიდი ომის“ დაწყებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. (https://t.me/mikayelbad/27249 ):

 

„დასავლეთი ზანგეზურის დერეფნის გახსნას 2023 წლის დეკემბერში გეგმავს

Google maps-ზე საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რომ სიუნიქისა და ნახიჯევანის დამაკავშირებელი მაგისტრალის მონაკვეთი 2023 წლის დეკემბერში გაიხსნება. ამ მონაკვეთის გახსნა შესაძლოა მხოლოდ ზანგეზურის დერეფნის პროექტის განსახორციელებლად იყოს საინტერესო.

 

Google ქმნის თავის რუკებს ეროვნული კარტოგრაფიული ინსტიტუტების მონაცემებზე დაყრდნობით. სომხეთში ასეთი ინსტიტუტები დიდი ხანია დაიშალა, რუსეთი აშკარად ვერ გადასცემდა ინფორმაციას Google-ს, ხოლო აზერბაიჯანს რომ  გადაეცა ინფორმაცია, მაშინ სომხეთი საერთოდ არ იარსებებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი ვარიანტია ინფორმაციის მიღება აშშ-ს კარტოგრაფიის ეროვნული ინსტიტუტიდან, როგორც არ უნდა იწოდებოდეს იგი.

 

ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ დასავლეთი დგას ყველაფრის უკან, რაც ხდება რეგიონში და რომ სწორედ დასავლეთი დგას მომავალი კონფლიქტის ორგანიზების უკან, რომლის მიზანია ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელება და სომხეთის დაშლა.“.

 

თუმცა, რეალურად, დასავლეთს დღეს არ სჭირდება კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში. კონფლიქტის, უფრო სწორად, „დიდი ომის“ გაჩაღება სომეხი ნაციონალისტების მიერაა ინიცირებული, რომლებსაც არ სურთ უარი განაცხადონ უცხო ტერიტორიებზე, გაიყვანონ უკანონო სეპარატისტული შეიარაღებული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღიდან, დადონ სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანთან და განბლოკონ კომუნიკაციები. მათ შორის იგივე ზანგეზურის დერეფანი, რომლის გახსნის პირობა სომხურმა მხარემ დიდი ხნის წინ დადო 2020 წლის ნოემბრის სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად.

 

რაც შეეხება დასავლეთს, ის რეალიებს აკვირდება. ეს რეალიები აისახება Google Maps-ზე. ზანგეზურის დერეფანი სჭირდება მსოფლიო ეკონომიკას, როგორც აღმოსავლეთს, ასევე დასავლეთს.  ის ობიექტურად უნდა გაიხსნას. რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი ყველასთვის. მათ შორის სომხეთისთვის და სომეხი ხალხისთვის, რომლებიც ამგვარად გამოვლენ იმ დესტრუქციული იზოლაციიდან, რომელიც მათმა აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია მეზობლების მიმართ.

 

რაც შეეხება ირანს, ის საერთაშორისოდ განდევნილი იყო და ასე რჩება. სხვა გლობალური მოთამაშეების უმეტესობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მისი მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ G20-ის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი თემა ინდოეთსა და ევროკავშირს შორის ირანის გვერდის ავლით დერეფნის გახსნა იყო. ირანი კვლავ ეწინააღმდეგება ზანგეზურის დერეფანს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეანელებს მის გახსნას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ამ დერეფნის მიმართ ინტერესის გათვალისწინებით.

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები