იყენებენ თუ არა ავღანელ ლტოლვილებს შეიარაღებული ძალების და ახალი „არცახის მიაცუმისთვის“ საზარბაზნე ხორცად?

14.09.23 15:40


სომეხი ნაციონალისტები არ მალავენ იმედს, რომ ირანი წარმოდგენილი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ, ბრძოლაში მათ მხარეს დაიჭერს სამხრეთ კავკასიის ახალ „დიდ ომში“ (რომლის წაქეზებას მათი რევანშისტები ცდილობენ). IRGC-ის დახმარებით მათ შურისძიების და „არცახის“ აღდგენის იმედი აქვთ.

 

მაგრამ თეირანის რეჟიმს, მაშინაც კი, თუ ის გადაწყვეტს წამოიწყოს შეიარაღებული აგრესია „ახალი მიაცუმის“ დასახმარებლად, შეიძლება ჰქონდეს პრობლემები მისი სამხედროების მოტივირებაში, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, რომლებსაც უბრალოდ არ სურთ ბრძოლა ძმებთან.

 

აქედან გამომდინარე, IRGC-ს ამოცანაა გადმოიბიროს თავისი ქვედანაყოფები, რომელიც მიზნად ისახავს სომხების დახმარებას აზერბაიჯანიდან რაც შეიძლება შორს ხალხის „მიაცუმში“.  როგორც ჩანს, მათ გააჩნიათ სათანადო "ადამიანური რესურსი" - ავღანელი ლტოლვილები.

 

ბოლო თვეების განმავლობაში, ირანის ხელისუფლება მოულოდნელად  "დატკბა" ქვეყანაში მყოფი ავღანელი ლტოლვილების მიმართ. მანამდე, რომ 2023 წლის აგვისტოში, ირანის ისლამური მეჯლისისა და ირანის ჯანდაცვის სამინისტროს დეპუტატების დელეგაციის ქაბულში ვიზიტის დროს, ავღანეთის თალიბანის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ, ნურ-ჯალალ ჯალალმა, მადლობა გადაუხადა ირანს ავღანელი ლტოლვილების მიღებისთვის. ასევე ამ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ირანს არასოდეს გამოუყენებია ავღანელი ემიგრანტები, როგორც პოლიტიკური ბერკეტი ავღანეთის წინააღმდეგ. თუმცა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ირანის ხელისუფლებამ უკვე გამოიყენა ირანში მცხოვრები ავღანელები. კერძოდ, სირიაში IRGC-ს ჰყავს ავღანელებისგან შემდგარი ქვედანაყოფები.

 

ამავე დროს, სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ ირანში ავღანელი ლტოლვილების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, ასევე ირანელი მესაზღვრეების, პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თვითნებობას. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ირანელი მესაზღვრეები სცემეს და კლავდნენ ლტოლვილებს საზღვრის გადაკვეთის უკანონო მცდელობის დროს.

 

ირანის ხელისუფლება ასევე ცოტა ხნის წინ, როდესაც ავღანელ ლტოლვილებს ათავსებდა გადატვირთულ ბანაკებში აღმოსავლეთ საზღვრის მახლობლად, ცდილობდა აღეკვეთა მათი განსახლება ქვეყნის ჩრდილოეთით და დასავლეთით, ზღუდავდნენ საზღვრისპირა პროვინიებში ლტოლვითა გადაადგილოებას და ნებას რთავდნენ მოენახულებინათ მხოლოდ  ქალაქებში მაშჰადსა და ღუმში მდებარე სიწმინდეები. მაგრამ ცოტა ხნის წინ, ყველა შეზღუდვა მოიხსნა და ავღანელი ლტოლვილების რაოდენობა შესამჩნევად გაიზარდა იმ პროვინციებშიც კი, სადაც მათ ადრე აკრძალული ჰქონდათ დარჩენა, მაგალითად, ირანის აზერბაიჯანში, ქურთისტანსა და გილანში.

 

ირანში ავღანელი ლტოლვილების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, მხოლოდ 2021 წლიდან 2022 წლამდე ავღანეთში თალიბების ძალაუფლების აღდგენის შემდეგ, 3,6 მილიონი ავღანეთის მოქალაქე გადავიდა სხვა ქვეყნებში, მათ შორის 70% (2,48 მილიონი) ემიგრაციაში წავიდა ირანში. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ავღანეთში მდგომარეობა უკვე არასტაბილური იყო და ავღანელი ლტოლვილების ნაკადი ირანში არ შეწყვეტილა 1979 წელს ამ ქვეყანაში საბჭოელთა შეჭრის შემდეგ.

 

საერთო ჯამში, სხვადასხვა შეფასებით, ირანში 4-დან 5 მილიონამდე ავღანელი ლტოლვილია. მათი მცირე ნაწილი ამ დროისათვის „ნატურალიზებულია“, მიიღო ირანის მოქალაქეობა და ინტეგრირებულია ირანულ საზოგადოებაში. მაგრამ ირანში ავღანელების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ცხოვრობს ლტოლვილთა ბანაკებში ან იმყოფება ნახევრად ლეგალურ და არალეგალურ მდგომარეობაში.

 

ანალიტიკოსების აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ ირანში ორ ათეულ წელზე მეტია შემცირებულია შობადობა, რაც დემოგრაფიულ კრიზისამდე მიგვიყვანს, სწორედ ავღანეთიდან დევნილები, სადაც მრავალშვილიანი ოჯახების ტრადიცია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ხდებიან ირანის „დემოგრაფიული დონორები“ ” შობადობის მთლიანი მაჩვენებელი ირანში ჯერ კიდევ 2000 წელს დაეცა 2.1-ზე დაბლა - დონე, რომელიც აუცილებელია თაობის მარტივი ჩანაცვლებისთვის, ხოლო თეირანში და ისეთ პროვინციებში, როგორიცაა გილანი და მაზანდარანი, მაჩვენებელმა ეხლა უფრო დაიწია 1.1-მდე - უფრო დაბალი ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ირანში გადასულ ავღანელებს შორის, როგორც წესი, ჭარბობენ დაბალი განათლებისა და განსაკუთრებული პროფესიული უნარების მქონე ადამიანები, ავღანელი ლტოლვილები იაფად ასრულებენ სამუშოებს. თუ გავითვალისწინებთ თეირანის რეჟიმის უკიდურეს მილიტარიზაციას, ის ასევე იაფი „საზარბაზნე ხორცია“, მათ შორის ისეთი სტრუქტურისთვის, როგორიცაა IRGC.

 

ირანში მცხოვრები ავღანელი ლტოლვილების მნიშვნელოვან ნაწილს ხაზარები - თურქულ-მონღოლური წარმოშობის ხალხი  შეადგენს, რომლებიც გადავიდნენ ირანულ ენაზე და შიიზმის ერთგულნი არიან. როგორც წესი, ხაზარები ბევრად უფრო გულწრფელი და ღრმად მორწმუნე შიიტები არიან, ვიდრე სპარსელების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა რელიგიურობაც ამ ბოლო დროს ფორმალური გახდა. ამ ფაქტორს დიდი ხანია იყენებდა იგივე IRGC, ირანის გარეთ თავისი ოპერაციებისთვის ავღანელი შიიტი დევნილების გადაბირებით, პირველ რიგში კი ხაზარებისა.

 

2014 წელს ირანმა ჩამოაყალიბა ავღანელ ხაზართა ლტოლვილებისგან წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის, ფატიმას მიმდევრების ბრიგადა (ლივა ფატიმიიუნი, ). Liwa Fatimiyoun-ის ორგანიზატორი, ალი-რეზა თავასოლი, იყო ირან-ერაყის ომის ვეტერანი და IRGC-ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურისა და ირანის სპეცრაზმის მეთაურის ალ-ქუდს ქასემ სოლეიმანის (მოგვიანებით მოკლული ამერიკელების მიერ) ნდობით აღჭურვილი პირი.

 

ჰაზარას ქვედანაყოფები, რომლებიც არსებითად გადაიქცნენ IRGC-ის "შვილობილ კსკ"-დ, კვლავ იბრძვიან სირიაში. ლივა ფატიმიუნის ბრიგადა 20 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის. გადაბირება ხორციელდება აღმოსავლეთ ირანში მდებარე ავღანელ ლტოლვილთა ბანაკებში და შემდგომში მათ ავარჯიშებენ და იარაღდებიან IRGC-ის მიერ.

 

"ლივა ფატიმიუნ"-ის ბრიგადა სირიის კონფლიქტში ყველაზე სასტიკ ბრძოლებში მონაწილეობდა. ამის გამო განიცადა დიდი დანაკარგები. ამ დანაყოფის სულ მცირე 700 ავღანელი დაიღუპა მხოლოდ ალეპოსა და დარააში. ხაზარები სხვა ოპერაციებშიც გამოირჩეოდნენ. 2016 წლის 3 თებერვალს სირიის სამთავრობო ჯარებმა გაარღვიეს შიიტებით დასახლებული ქალაქების ნუბელისა და აზ-ზაჰრას (ჩრდილოეთ ალეპოს პროვინცია) ბლოკადა. შეტევის წინა ხაზზე ჰეზბოლა და უცხოელი შიიტური მილიციები იდგნენ, მათ შორის ხაზართა ლივა ფატიმიიუნის ბრიგადა.

 

თუმცა, როგორც ჩანს, IRGC იწყებს აქტიურ რეკრუტირებას არა მხოლოდ შიიტი ხაზარების თავის საბრძოლო ნაწილებში. ირანში ავღანელ დევნილთა დიდ ნაწილს სუნიტები შეადგენენ: პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები, თურქმენები, ჩაარ აიმაქსი, ბელუჩი და სხვები. ბევრი მათგანი უბადრუკ მდგომარეობაში იმყოფება დევნილთა ბანაკში, ამიტომ IRGC-ში „ფულის შოვნის“ პერსპექტივა ბევრს ხიბლავს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ავღანეთის თალიბანის მთავრობა აგრძელებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას შიიტური ჰაზარების მიმართ. ამ ეროვნების ავღანელ დევნილთა რიცხვი ირანში ჯერჯერობით მხოლოდ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ IRGC-ს არ აქვს პრობლემა მათ რეკრუტირებასთან დაკავშირებით.

 

აშკარაა, რომ IRGC-ს განზრახული აქვს, გარდა ხაზართა ავღანელების მინიმუმ 20 ათასი კონტიგენტისა, ლივა ფატიმიუნის ბრიგადადან, რომელსაც აქვს საბრძოლო გამოცდილება, შექმნას ავღანელ დევნილთა კიდევ უფრო დიდი დანაყოფები „ახალ ფრონტებზე“ გამოსაყენებლად.  ზოგიერთი თეირანში ერთ-ერთ ამგვარ "ფრონტად" აშკარად ზანგეზურს და აზერბაიჯანულ ყარაბაღს განიხილავს.

 

 

ვარდენ წულუკიძე

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები