მსოფლიო
03.10.23 18:00
სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი 60 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღო. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.
შვიდი დღის განმავლობაში პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს.
კენჭისყრამდე ოპოზიციური ფრაქციები, “აიასტანი” და “მაქვს ღირსება” აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს არ დაუჭერდნენ მხარს და გადაწყვეტილებას “უკიდურეს პოლიტიკურ სიბრმავეს” უწოდებდნენ.
მოსკოვი არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს ერევნის გადაწყვეტილებას რომის სტატუტის რატიფიკაციაზე.
რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სომხეთის ელჩი რუსეთში ვაგარშაკ არუთუნიანი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს ერევნის არამეგობრულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ მოსკოვის მწვავე რეაქციაზე განუმარტეს.
“ერევნის მოტივაცია სომხეთმა უნდა ახსნას და განმარტოს. სხვათა შორის, მათ წარმოადგინეს საკუთარი შეფასებები, თუმცა მსგავსი ნაბიჯები ჩვენ მიერ არამეგობრულად განიხილება, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სომეხ კოლეგებთან, პარტნიორებთან, მეგობრებთან. თუმცა უკვე რაღაც ეტაპზე საჯაროდ დავიწყეთ ამის შესახებ საუბარი, რადგან სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება”.
სომხეთის მთავრობამ რომის სტატუტის ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წელს მიმართა. სომხეთის მოტივაციაა აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიისა და შესაბამის სამხედრო დანაშაულებზე პრევენციის მეტი საერთაშორისო მექანიზმი.
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ რამდენიმე თვის წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინის დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს. შესაბამისად, რუსეთი წინააღმდეგი იყო სომხეთის მიერ რომის წესდების რატიფიცირებისა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2016 წელს განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა დატოვა რომის წესდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო.
რუსეთის ღელვის საპასუხოდ, სომხური მხარე აცხადებს, რომ ერევანმა მოსკოვს შესთავაზა ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომლის შესაბამისად, ქვეყნები ერთმანეთს მეტ გარანტიას მისცემენ იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებთ, თუმცა მოსკოვისგან პასუხი ერევანს ჯერ არ მიუღია.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23