მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ კონტროლი ყველა დასახლებაზე დაიბრუნა

09.10.23 18:00


ისრაელის ჯარის განცხადებით, კონტროლი აღადგინეს ღაზის სექტორის მიმდებარედ ყველა დასახლებაზე. როგორც CNN წერს, ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა.

 

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, თავდასხმის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, ისრაელის ჯარი ყველა დასახლებას აკონტროლებს ღაზის სექტორის მიმდებარედ, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს 7 ოქტომბრიდან ჰქონდა დაკავებული. თავდაცვის უწყების სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ცალკეული შეტაკებები კვლავ გრძელდება.

 

ისრაელში არ გამორიცხავენ, რომ ტერორისტთა გარკვეული რაოდენობა შეიძლება მაინც იმალებოდეს ამ ქალაქებში.

 

7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.

 

ისრაელმა საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორზე, შედეგად, 500-მდე პალესტინელი დაიღუპა, 2300-მდე კი დაშავდა.

 

მედიის ცნობით, 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მხარეს, ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის, სულ მცირე, ორი ქართველი ებრაელია.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები